პიცა მორტადელა

ინგრედიენტები

პიცის ცომი
1ც
მოცარელა
100გრ
მორტადელა
100გრ
ბურატა
1ც
ფისტა
20გრ
ზეითუნის ზეთი
10გრ
ბაზილიკი
5გრ

მომზადების წესი

1
პიცის ცომი დავაყოვნოთ ოთახის ტემპერატურაზე 1–2 საათის განმავლობაში. ღუმელი წინასწარ გავაცხელოთ 230°C-მდე. ცომს მსუბუქად გადავუსვათ ზეითუნის ზეთი და წინასწარ გამოვაცხოთ 3–4 წუთის განმავლობაში.
2
წინასწარ გამომცხვარ ცომზე თანაბრად გადავანაწილოთ მოცარელა. გამოვაცხოთ 230°C-ზე დაახლოებით 7–10 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება და კიდეები ოქროსფრად არ შეიბრაწება.
3
მზა პიცაზე მოვათავსოთ მორტადელას თხელი ნაჭრები და ცენტრში ბურატა. მოვაყაროთ დაღერღილი ფისტა და ახალი ბაზილიკის ფოთლები. ბოლოს მსუბუქად მოვასხათ ზეითუნის ზეთი.