1
ფენოვანი ცომი მსუბუქად გავაბრტყელოთ და თანაბარი ზომის მართკუთხა ნაჭრებად დავჭრათ. თითოეულ ნაჭერზე მოვაყაროთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი და მოვათავსოთ მარშეს სოსისი.
2
ცომი სოსისის გარშემო გადავახვიოთ და კიდეები კარგად შევაერთოთ. ზედაპირზე რამდენიმე მცირე ჭრილი გავაკეთოთ და გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. სურვილისამებრ მოვაყაროთ სეზამის მარცვლები.
3
გამოვაცხოთ წინასწარ 190°C-ზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში, სანამ ფენოვანი ცომი კარგად გამოცხვება და ოქროსფრად შეიბრაწება.