სოსისის და ბეკონის კრეპი არაჟნის სოუსით
ინგრედიენტები
სოსისი ლიონური (ქათმის)
3ც
ბეკონის შაშხი ოჯახურად
150გრ
გაზიანი მინერალური წყალი
500მლ
ფქვილი
200გრ
შაქარი
30გრ
მარილი
5გრ
მზესუმზირის ზეთი
50გრ
არაჟანი
150გრ
ყველი გაუდა
100გრ
მომზადების წესი
1
არაჟანი მოვათავსოთ ერთჯერად ქუდში (მარლა) და დავკიდოთ მაცივარში, რათა გაიწუროს. დავაყოვნოთ მინიმუმ 3 საათი ან სასურველია მთელი ღამით. ბლენდერში მოვათავსოთ გაზიანი მინერალური წყალი, ფქვილი, შაქარი, მარილი, მზესუმზირის ზეთი და დავაბლენდეროთ, სანამ ეთგვაროვან მასას არ მივიღებთ. შემდეგ, წვრილ საწურში გამოვატაროთ, რათა მივიღოთ სუფთა მასა. მიღებული მასა საშუალოდ გახურებულ კრეპის ტაფაზე დავასხათ და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.
2
ბეკონის შაშხი მოვათავსოთ ცივ ტაფაზე და საშუალო სიმხურვალეზე გავაცხელოთ. ნახევრად დაბრაწულ ბეკონს ტაფაში დავუმატოთ ლიონური სოსისი და დავასრულოთ ორივე პროდუქტის დაბრაწვა.
3
კრეპში მოვათავსოთ წვრილად ჩახეხილი ყველი გაუდა, სოსისი ლიონური, ბეკონის შაშხი ოჯახურად და მივირთვათ გაწურულ ცივ არაჟანთან ერთად.
