შაშხის და სოსისის კომბოსტოს სალათი
ინგრედიენტები
ღორის შაშხი პაპრიკით
150გრ
სოსისი ლიონური (ქათმის)
3ც
ავოკადო
50გრ
ჩერი პომიდორი
30გრ
წითელი კომბოსტო
50გრ
თეთრი კომბოსტო
50გრ
მარცვლოვანი მდოგვი
30გრ
ნეკერჩხლის სიროფი
30გრ
ვაშლის ძმარი
10გრ
მარილი
3გრ
შავი წიწაკა
2გრ
ნიორი
5გრ
ზეითუნის ზეთი
40გრ
მომზადების წესი
1
დრესინგის მოსამზადებლად ჯამში მოვათავსოთ: მარცვლოვანი მდოგვი, ნეკერჩხლის სიროფი, ვაშლის ძმარი, მარილი, შავი წიწაკა, წვრილად დაქუცმაცებული ნიორი და სათქვეფით ნელ-ნელა შევათქვიფოთ ზეითუნის ზეთი.
2
ორივე სახის კომბოსტო დავჭრათ თხლად და მოვაყაროთ 7 გრამი მარილი, გადავურიოთ კარგად მოვჭყლიტოთ ხელით და საწურზე გავაჩეროთ 15 წუთით, წყალი გადავავლოთ, რომ მოვაცილოთ ზედმეტი მარილი. საშუალო ზომებად დაჭრილ ავოკადოს და ჩერი პომიდორთან ერთად მოვათავსოთ ჯამში და დრესინგი გადავურიოთ.
3
სოსისი შევწვათ გრილზე. სალათი მოვათავსოთ თეფშზე, ზემოდან გრილზე შემწვარი ლიონური სოსისი და თხლად დაჭრილი ღორის შაშხი პაპრიკით.
