შაშხის და სოსისის ღვეზელი

ინგრედიენტები

ფენოვანი ცომი
500გრ
სოსისი ივერია საქონლის
3ც
ღორის კისრის შაშხი
200გრ
მწვანე ბარდა გაყინული
100გრ
ქინძი
15გრ
ნიორი
10გრ
თეთრი ხახვი
70გრ
ერბო
30გრ
კვერცხი
1ც
არაჟანი
10გრ

მომზადების წესი

1
თეთრი ხახვი დავჭრათ ალყა ალყა და წვრილად ჩაჭყლეტილ ნიორთან ერთად მოვშუშოთ ერბოში საშუალო ტემპერატურაზე გაცხელებულ ტაფაში, სანამ არ დარბილდება ხახვი, დავუმატოთ პატარა კუბებად დაჭრილი ღორის კისრის შაშხი. მოვშუშოთ 5 წუთი და დავუმატოთ გაყინული მწვანე ბარდა, წვრილად დაჭრილი ქინძი გადავურიოთ და გადმოვდგათ გაზიდან.
2
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ ,გულსართში მოვაქციოთ მოშუშული მასა, ზემოდან დაჭრილი სოსისები მოვალაგოთ და ფენოვანი ცომი გადავაფაროთ. აუცილებელია საკვამური დავუტოვოთ, რადგან ცხობისას ზედმეტი სიმხურვალე გარეთ გამოიტანოს და ფენოვანი ცომი არ გახლიჩოს. ფენოვან ცომს ზემოდან გადავუსვათ კვერცხის და არაჟნის მასა, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში.