შაშხის და კვერცხის ტოსტი

ინგრედიენტები

შაშხი დაკეპილი ინდაურის (კრაფტი)
100გრ
ტოსტის პური
6ც
კვერცხი
5ც
დიჟონის მდოგვი
20გრ
თეთრი ძმარი
10მლ
მზესუმზირის ზეთი
240მლ
ლიმონის წვენი
10მლ
თეთრი პილპილი
5გრ
კარაქი
50გრ
ნიორი
1თავი
თაფლი
20გრ
დაღერღილი წიწაკა
2გრ
მარილი
10გრ
ზეითუნის ზეთი
15გრ

მომზადების წესი

1
ნიორი გავრეცხოთ და თავი ისე გადავაჭრათ, რომ კბილები არ დაიშალოს. საცხობ პლაკზე დავაფინოთ ფოლგა, ზედ მოვათავსოთ ნიორი, ზემოდან დავასხათ თაფლი და ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. გამოვაცხოთ 200°C-ზე გახურებულ ღუმელში 30–40 წუთის განმავლობაში, სანამ ნიორი არ დაკარამელიზირდება. როდესაც გამოცხვება, კბილების ფოჩებიდან გამოვწუროთ შემწვარი ნიორი და გადავიტანოთ ხელის ბლენდერის ჭიქაში. დავამატოთ შემდეგი ინგრედიენტები: 1 ცალი კვერცხი, დიჟონის მდოგვი, ლიმონის წვენი, თეთრი ძმარი, 5 გრ მარილი და მზესუმზირის ზეთი. ჩავაბლენდეროთ, სანამ მასა არ ემულსირდება და არ მივიღებთ ერთგვაროვან, პრიალა კონსისტენციას.
2
4 ცალი კვერცხი მოვათავსოთ უკვე ადუღებულ წყალში და ვხარშოთ 7 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავაცივოთ გამდინარე წყალში და გავარჩიოთ. კვერცხის გულები ცალკე ჩავზილოთ, ცილა კი უხეშად დავჭყლიტოთ. გადავურიოთ ერთმანეთს და თანდათან დავამატოთ ნიორის აიოლი (მაიონეზი) იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება სასურველი კონსისტენციის მისაღებად.