სარდელის და ინდაურის შაშხის სალათი
ინგრედიენტები
ტოსტის პური
2ც
მთავარსარდელი
2ც
შაშხი დაკეპილი ინდაურის (კრაფტი)
150გრ
სალათის ფოთოლი
50გრ
ჩერი პომიდორი
50გრ
მაშარაფი
50გრ
დიჟონის მდოგვი
15გრ
წითელი ღვინის ძმარი
20მლ
თაფლი
15გრ
ზეითუნის ზეთი
20მლ
მარილი
5გრ
პილპილი
2გრ
მზესუმზირის ზეთი
20გრ
მომზადების წესი
1
დრესინგისთვის ჯამში მოვათავსოთ: მაშარაფი, დიჟონის მდოგვი, წითელი ღვინის ძმარი, თაფლი, მარილი, პილპილი. გავთქვიფოთ ხელის სათქვეფით და ნელნელა ვუმატოთ ზეითუნის ზეთი. ტაფაზე მოვბრაწოთ მედალიონებად დაჭრილი სარდელი.
2
კუბებად დაჭრილი ტოსტის პური ღუმელში 160 გრადუსზე 10 წუთით გამოვაცხოთ. ოთხად გაჭრილი ჩერი პომიდორი და უხეშად დაფლეთილი სალათის ფოთლები და დანარჩენი გამზადებული სეგმენტური პროდუქტები გადავურიოთ ერთმანეთს, გარდა პურის კრუტონებისა, და დავასხათ დრესინგი. გადავიტანოთ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ პურის კრუტონები და თხლად დაჭრილი შაშხის ნაჭრები.
