პიცა პეპერონი

ინგრედიენტები

პიცის ცომი
1ც
პომიდვრის სოუსი
80გრ
პეპერონი
80გრ
ზეითუნის ზეთი
10გრ
ორეგანო
2გრ
ბაზილიკი
5გრ

მომზადების წესი

1
მარშეს პიცის ცომი დავაყოვნოთ ოთახის ტემპერატურაზე 1–2 საათის განმავლობაში. ღუმელი წინასწარ გავაცხელოთ 230°C-მდე. ცომს მსუბუქად გადავუსვათ ზეითუნის ზეთი და წინასწარ გამოვაცხოთ 3–4 წუთის განმავლობაში.
2
წინასწარ გამომცხვარ ცომზე თანაბრად გადავანაწილოთ პომიდვრის სოუსი, მოვაყაროთ გახეხილი მოცარელა და ზემოდან მოვათავსოთ პეპერონის ნაჭრები.
3
პიცა გამოვაცხოთ 230°C-ზე დაახლოებით 7–10 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება და კიდეები ოქროსფრად არ შეიბრაწება. მზა პიცას მოვაყაროთ ორეგანო და დავამატოთ ახალი ბაზილიკის ფოთლები.