პელმენის წვნიანი შაშხით და ბოსტნეულით
ინგრედიენტები
პელმენი კლასიკური
8ც
დაკეპილი შაშხი დედაქალაქური
100გრ
კვერცხი
1ც
სეზამის მარცვალი
20გრ
სოიოს სოუსი
90მლ
ქინძი
5გრ
ბულგარული
30გრ
სტაფილო
30გრ
კომბოსტო
20გრ
ქათმის კარკასი
1ც
ღორის ძვლები
500გრ
ნიორი
30გრ
ჯინჯერი
50გრ
თეთრი ხახვი
100გრ
შაქარი
10გრ
მზესუმზირის ყლორტი
30გრ
მომზადების წესი
1
ქათმის კარკასი და ღორის ძვლები მოვათავსოთ საცხობ პლაკზე და 200გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დავბრაწოთ 20-25 წუთით.
2
შებრაწული ძვლები მოვათავსოთ ქვაბში და დავასხათ ცივი წყალი სანამ ძვლებს არ დაფარავს. დავუმატოთ - თხლად დაჭრილი ჯინჯერი, უხეშად გაჭყლეტილი ნიორი, მთლიანი ხახვი და წამოვადუღოთ, როდესაც წამოდუღდება ძვლები გამოუშვებს ჭუჭყს რომელიც ქაფქირით უნდა მოვხსნათ, ვადუღოთ დაბალ ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში. ამის შემდგომ წვრილ საწურში გავატაროთ რათა ზედმეტი წერტილები არ გაყვეს დავუმატოთ სოიოს სოუსი, მარილი.
3
კვერცხი მოვხარშოთ უნაჭუჭოდ წყალში თოხლო მდოგმარეობამდე. ღრმა ჯამში მოვათავსოთ მოხარშული კლასიკური პელმენი, თოხლო კვერცხი, შაშხი, ბოსტნეული, სეზამი და ზემოდან დავასხათ ბულიონი.
