ნიგვზიანი ხვეულა ნაყინით
ინგრედიენტები
ნიგვზიანი ხვეულა
3ც
სათქვეფი ნაღები
225გრ
კვერცხი
4ც
შაქარი
100გრ
მარილი
2გრ
შაქრის პუდრა გასაფორმებლად
გემოვნებით
თაფლი
50გრ
მომზადების წესი
1
ნიგვზიანი ხვეულა გამოვაცხოთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.
2
ქვაბში ჩავასხათ წყალი და ზემოდან დავადოთ ისეთი ზომის მეტალის ჯამი რომ ჯამის ძირი წყალს პირდაპი არ ეხებოდეს, ჯამში მოვათავსოთ კვერცხის გული და შაქარი. დაბალ გრადუსზე მდუღარე წყლიან ქვაბზე მოვათავსოთ ჯამი, ვურიოთ სათქვეფით სანამ არ შეიცვლის ფერს და გაჰაეროვნდება კვერცხის მასა.
3
ცალკე ჯამში სათქვეფი ნაღები ამოვთქვიფოთ მყარ სიმაგრემდე, ორთქლზე მოყვანილი კვერცხი გადმოვიტანოთ სუფთა ჯამში და მიქსერით გავთქვიფოთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ნელი და ნაზი მოძრაობით ამოყვანილი ნაღები და კვერცხის გული შევურიოთ ერთმანეთს, წინასწარ გამომცხვარი და დაფხვნილი ნიგვზიანი ხვეულა გადავურიოთ მასას, გადავიტანოთ სასურველ ყალიბში და გავყინოთ მინიმუმ 8 საათი. თეფშზე გამომცხვარ ხვეულებზე მოვათავსოთ ნაყინი და თაფლი გადავავლოთ.
