კრუასანის სენდვიჩი ორაგულით და ავოკადოთი
ინგრედიენტები
კრუსუნა კრუასანი
2ც
ატალნტიკური ორაგულის ნაჭრები
100გრ
კვერცხი
1ც
ავოკადო
80გრ
კრემყველი
50გრ
სოიოს სოუსი
5გრ
კაპერსი
20გრ
რუკოლა
10გრ
ფორთოხალი
50გრ
მომზადების წესი
1
კრუასანი გამოვიღოთ საყინულედან და ოთახის ტემპერატურაზე გავალღოთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. მოვათავსოთ საცხობ პლაკზე, ღუმელი გავაცხელოთ მინიმალურ ტემპერატურაზე, კრუასანები შევაწყოთ შიგნით და ღუმელს ძირში ერთი ჭიქა თბილი წყალი დავუდგათ. კრუასანები ამოვაფუოთ 90-დან 120 წუთის განმავლობაში.
2
1ც კვერცხი და სოიოს სოუსი გავთქვიფოთ ერთმანეთში და ამოფუებულ კრუასანებს გადავუსვათ. გამოვაცხოთ 160გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
3
კრუასანი გავჭრათ შუაში და გადავუსვათ კრემყველი, მოვათავსოთ რუკოლა, ფორთოხლის სეგმენტური ნაჭრები, ავოკადო, შუაზე გაჭრილი კაპერსი, და ოკეანის ორაგულის ნაჭრები.
