ავოკადოს ტოსტი შაშხით
ინგრედიენტები
ტოსტის პური
1ც
ღორის კისრის შაშხი
100გრ
კვერცხი
1ც
ავოკადო
1ც
ოხრახუში
10გრ
ლაიმის წვენი
15მლ
ლიმონის წვენი
15მლ
ნიორი
5გრ
ზეითუნის ზეთი
20გრ
დაღერღილი წიწაკა
2გრ
მარილი
20გრ
წითელი ხახვი
30გრ
წერეთლის მწვადი (გოგრის თესლი)
15გრ
თეთრი ძმარი
50მლ
მომზადების წესი
1
ავოკადოს სალსისთვის შევარჩიოთ კარგად დამწიფებული, რბილი ავოკადო და ჩანგლით ჩავზილოთ, რათა მივიღოთ ნახევრად უხეში ტექსტურა. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, დაღერღილი გოგრის თესლი და დაკეპილი ოხრახუში. ბოლოს შევაზავოთ ზეითუნის ზეთით, მარილით, წიწაკით, დაქუცმაცებული ნივრით, ლიმონისა და ლაიმის წვენით.
2
ღორის კისრის შაშხის ნაჭერი მოვათავსოთ საცხობ პლაკზე და ღუმელში გამოვაცხოთ ზედა წვის რეჟიმზე 180 გრადუსზე 15 წუთი, სანამ ოქროსფერ, დაბრაწულ ზედაპირს არ მიიღებს. ქვაბში ავადუღოთ წყალი, დავუმატოთ ძმარი და მარილი, მოვურიოთ, სანამ წყლის ტორნადო არ დატრიალდება და ზუსტად შუაში ჩავახალოთ კვერცხი ისე, რომ წყლის ტრიალმა კვერცხს შეუნარჩუნოს ლამაზი ფორმა. თუ გვინდა, რომ თხელი გული ქონდეს, ვხარშოთ 2 წუთი. საშუალო სიმაგრის გულის მისაღებად - 3 წუთი.
3
პური გავტოსტოთ, მოვათავსოთ ზედ ავოკადოს სალსა, შებრაწული შაშხი და მოხარშული კვერცხი.
