ომლეტი ბეკონით და სოსისით

ინგრედიენტები

ბეკონის შაშხი ოჯახურად
80გრ
სოსისი სევილია (ინდაურის)
2ც
კვერცხი
4ც
კარაქი
40გრ
მწვანე ბულგარული
30გრ
წითელი ბულგარული
30გრ
მწვანე ხახვი
10გრ
ჩერი პომიდორი
50გრ
ზეითუნის ზეთი
20გრ

მომზადების წესი

1
პატარებად დაჭრილი სოსისი და ბეკონი მოვშუშოთ ტაფაზე კარაქში და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარულები.
2
კვერცხი გავთქვიფოთ და წვრილ საცერში გამოვატაროთ, დავასხათ ტაფაზე და დაბალ სიმხურვალეზე თავდახურული შევწვათ ცალი მხრიდან, გადავკეცოთ, გადავიტანოთ თეფშზე და ზემოდან დავალაგოთ ზეითუნის ზეთში მობრაწული ჩერი პომიდორი, მწვანე მიკრო მწვანილები.