ფენოვანი ხაჭაპური

ინგრედიენტები

ფენოვანი ცომი
500გრ
იმერული ყველი
300გრ
სულგუნი
200გრ
კვერცხი
2ც
კარაქი
20გრ

მომზადების წესი

1
იმერული ყველი და სულგუნი გავხეხოთ, ერთმანეთში გადავურიოთ და დავუმატოთ 1 კვერცხი. მიღებული მასა კარგად შევურიოთ.
2
ფენოვანი ცომი მსუბუქად გავაბრტყელოთ და სასურველ ზომებად დავჭრათ. თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ ყველის გულსართი, გადავკეცოთ და კიდეები კარგად შევკრათ.
3
ზედაპირს გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 190°C-ზე დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში, სანამ ფენოვანი ხაჭაპური ოქროსფრად არ შეიბრაწება.