ნეკნების და სარდელის წვნიანი

ინგრედიენტები

შებოლილი ღორის ნეკნები
200გრ
მთავარსარდელი
2ც
მწყერის კვერცხი
2ც
წითელი ოსპი
150გრ
ქოქოსის რძე
200გრ
თეთრი ხახვი
50გრ
ნიორი
10გრ
ტომატის პასტა
10გრ
ლიმონის წვენი
15გრ
ჯინჯერი
10გრ
მარილი
5გრ
თეთრი პილპილი
5გრ
მზესუმზირის ზეთი
20გრ

მომზადების წესი

1
შებოლილი ღორის ნეკნები გამოვათავისუფლოთ ძვლებისგან და ოსპთან ერთად მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ ცივი წყალი და შევახარშოთ ერთმანეთს. საშუალო ტემპერატურაზე გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ჯინჯერი და ნიორი, დავუმატოთ ასევე წვრილად დაჭრილი თეთრი ხახვი.
2
ოსპისგან ამოვალაგოთ ხორცი და მის ნარჩენ ბულიონში ჩავამატოთ წინასწარ მოშუშული ხახვის მასა. დავამატოთ ქოქოსის რძე და წამოვადუღოთ. შემდეგ შევაზავოთ ტომატის პასტით, თეთრი პილპილით და მარილით. მიღებული ნაზავი გადავიტანოთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.
3
თეფშზე გადავიტანოთ ოსპის წვნიანი და შიგნით ჩავაწყოთ, შეხარშული ღორის ნეკნების ხორცი, მობრაწული მედალიონებად დაჭრილი სარდელი და მაგრად მოხარშული მწყერის კვერცხი.