შაშხი და სოსისი პიურეთი
ინგრედიენტები
ღორის შაშხი პაპრიკით
150გრ
სოსისი ივერია საქონლის
3ც
ყვავილოვანი კომბოსტო
200გრ
კარაქი
80გრ
მარილი
5გრ
მოხალული მიწისთხილი
30გრ
თაფლი
50გრ
ნიორი
20გრ
სოიოს სოუსი
70გრ
მზესუმზირის ზეთი
20გრ
მომზადების წესი
1
ყვავილოვანი კომბოსტო გავასუფთავოთ და მოვხარშოთ სანამ კარგად არ დარბილდება, გადავიტანოთ ჩოპერში და დავაბლენდეროთ 50გრ კარაქთან ერთად, დავუმატოთ მარილი. საშუალო სიმხურვალეზე გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე მოვბრაწოთ მხოლოდ სოსისი და წვრილად დაკეპილი ნიორი, როცა დაიბრაწება ტემპერატურას დავუწიოთ და დავუმატოთ თაფლი, სოიოს სოუსი და 30გრ კარაქი. წამოვადუღოთ სანამ არ შესქელდება მასა, ყურადღებით ვიყოთ ამ პროცესისას,რადგან თაფლმა დაწვა იცის.
2
თეფშზე გადავიტანოთ პიურე, მოვათავსოთ ნივრიანი თაფლის სოუსში მოყვანილი სოსისი და თხლად დაჭრილი ღორის შაშხი პაპრიკით, ზემოდან კი დაღერღილი მოხალული მიწისთხილი მოვაყაროთ.
