ჰოთ დოგი ფენოვან ცომში
ინგრედიენტები
ფენოვანი ცომი
100გ
ბეკონის შაშხი ოჯახურად
150გ
სოსისი ფრანკფურტერი
2ც
კვერცხი
1ც
ორმაგი ესპრესო
80მლ
ყავისფერი შაქარი
60გრ
ნეკერჩხლის სიროფი
60გრ
ვოჩესტერის სოუსი
30გრ
აისბერგის ფოთოლი
20გრ
დიჟონის მდოგვი
20გრ
არაჟანი
10გრ
მომზადების წესი
1
ბეკონი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ცივ ტაფაზე მოვათავსოთ და საშუალო ტემპერატურაზე გავახუროთ, ვშუშოთ სანამ დაიბრაწება და ამოვალაგოთ ტაფიდან.
2
ბეკონის ცხიმში მოვშუშოთ თხლად, ნახევარ რკალებად დაჭრილი ხახვი, სანამ არ დაკარამელიზირდება. უკან ჩავაბრუნოთ ბეკონი და დავუმატოთ: ნეკერჩხლის სიროფი, ყავისფერი შაქარი, ორმაგი ესპრესო, ვორჩესტერის სოუსი და ვადუღოთ საშუალო ტემპერატურაზე სანამ არ მივიღებთ მურაბისებრ მასას.
3
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ ოვალურ ფორმაზე და სამკუთხედ ფორმაზე გადავაფინოთ, გადავუსვათ კვერცხის და არაჟნის გათქვეფილი მასა. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.
4
გამომცხვარ ფენოვან ცომში მოვათავსოთ აისბერგის ფოთოლი, მოხარშული ფრანკფურტერის სოსისი, დავასხათ მდოგვი და ზემოდან მოვათავსოთ ბეკონის ჯემი.
