კრუასანის სენდვიჩი ინდაურის შაშხით და კვერცხით
ინგრედიენტები
კრუსუნა კრუასანი
2ც
შაშხი დაკეპილი ინდაურის (კრაფტი)
100გრ
კიტრი
40გრ
ბულგარული
30გრ
კვერცხი
4ც
კარაქი
50გრ
მარილი
5გრ
თეთრი პილპილი
2გრ
მასკარპონე
50გრ
სოიოს სოუსი
5გრ
ჩერი პომიდორი
30გრ
მომზადების წესი
1
კრუასანი გამოვიღოთ საყინულედან და გავალღვოთ ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადავიტანოთ საცხობ პლაკზე ერთმანეთის დაშორებით, ღუმელი გავაცხელოთ მინიმალურ ტემპერატურაზე, კრუასანები შევაწყოთ შიგნით და ძირში ჩავუდგათ ერთი ჭიქა თბილი წყალი. დავაცადოთ ამოფუება 90-დან 120 წუთამდე.
2
ერთ ცალ კვერცხს დავამატოთ სოიოს სოუსი და ავთქვიფოთ. ეს ნაზავი გადავუსვათ ამოფუებულ კრუასანებს და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი და ფენოვანი.
3
სამი კვერცხი და ცივი კარაქი მოვათავსოთ პატარა, ღრმა ქვაბში. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და სილიკონის შპატულით განუწყვეტლივ ვურიოთ. როცა მასა დაიწყებს შესქელებას, ვიმოქმედოთ მონაცვლეობით: 30 წამით გავაჩეროთ ცეცხლზე და ვურიოთ, შემდეგ 30 წამით გადმოვდგათ და კვლავ ვურიოთ. როდესაც კვერცხის თხევადი ნაწილი დაიწყებს მყარ მასად გადაქცევას, დავუმატოთ მასკარპონე და გადავდგათ ცეცხლიდან, რათა მომზადების პროცესი შეწყდეს. ბოლოს მოვაყაროთ მარილი და თეთრი პილპილი გემოვნებით.
4
გამომცხვარი კრუასანი გავჭრათ,მოვათავსოთ გათქვეფილად შემწვარი კვერცხი, ბოსტნეული და ტაფაზე მობრაწული ინდაურის შაშხი.
